2025 წლის 22 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამოქმედდა E-gate-ის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მგზავრებს აძლევს საშუალებას ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) E-Gate წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის. ამრიგად, მგზავრი, რომელმაც წინმსწრებად გაიარა ონლაინ რეგისტრაცია, აქვს ელექტრონული ჩასხდომის ბარათი და მგზავრობს მხოლოდ ხელბარგით, რეგისტრატორთან მისვლის გარეშე შეძლებს E-gate-ზე ჩასხდომის ბარათის დასკანერებისას რეისზე დაფიქსირებას.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რესურსს გააჩნია საკუთარი ავტონომიური ინფრასტრუქტურა, იგი ინტეგრირებულია სააგენტოს მფლობელობაში არსებულ სასაზღვრო მიგრაციის და მოხსენების მართვის სისტემასთან (BMARS), იმისათვის რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართალდაცვითი და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების აღსრულება სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცესში.
მოცემული სისტემის ამოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გააუმჯობესდა და გამარტივდა მგზავრთა ჩასხდომის პროცესის მართვა. შედეგად, შემცირდა რიგები ჩასხდომისას და უზრუნველყოფილია მგზავრთნაკადის სწრაფი გადატარება.
სისტემა E-Gate დაინერგა და და მისი ყოველდღიური ადმინისტრირება ხორციელდება სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ.