სააგენტოს შესახებ

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო შეიქმნა 2017 წლის 31 მარტს და იგი წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

მისია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა და კიბერსაფრთხეების აღკვეთა-შემცირება

კიბერუსაფრთხოება

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება

ქბრბ საფრთხეები

ბირთვული და რადიაციული კონტროლის სისტემების მონიტორინგი

სასაზღვრო უსაფრთხოება

ელექტრონული დაკვირვების სისტემები სახელმწიფო საზღვარზე

ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება

უსაფრთხოების და სამართალდაცვით სფეროში ახალი ტექნოლოგიების შექმნა და განვითარება

მარეგულირებელი კანონმდებლობა

სააგენტოს საქმიანობა ეფუძნება საქართველოს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც განსაზღვრავს მის სტატუსს, ფუნქციებს და საზედამხედველო მექანიზმებს.

01

საქართველოს კანონი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"

ხსენებული საკანონმდებლო აქტით განხორციელდა სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ჩამოყალიბება და მისი გენერალური მანდატის განსაზღვრა. კანონი წარმოადგენს სააგენტოს თაობაზე არსებული სხვა ყველა სამართლებრივი აქტის საფუძველს.

02

საქართველოს კანონი „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"

მოცემული საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს სააგენტოს იურიდიულ სტატუსს, დეტალურად აწესრიგებს მის ფუნქციებსა და ამოცანებს და ამასთან, ქმნის დამოუკიდებლობის გარანტიებს მკაცრ საზედამხდველო მექანიზმებთან ერთად.

03

საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"

აწესებს კიბერუსაფრთხოების საბაზისო სტანდარტებს და ადგენს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, როგორც I და II კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტის უფლებამოსილებებს.

04

სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

წარმოდგენილი დოკუმენტების მიზანია დააზუსტოს სააგენტოსთვის ცალკეული კანონებით მინიჭებული უფლებამოსილებები და უკეთესად დააკორდინიროს მათი პრაქტიკაში აღსრულება.

საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი

სააგენტო სარგებლობს დამოუკიდებლობის გარანტიებით, ხოლო მის საქმიანობაზე ხორციელდება მრავალსაფეხურიანი კონტროლი:

საპარლამენტო კონტროლი

სააგენტო ვალდებულია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფს და პრემიერ-მინისტრს ყოველწლიურად წარუდგინოს საქმიანობის სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიში.

სასამართლო კონტროლი

ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს. ვრცელდება როგორც წინმსწრები (Ex-Ante), ისე შემდგომი (Post Factum) სასამართლო კონტროლი.

საფინანსო კონტროლი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და ბიუჯეტის სახსრების გამოყენების მიზანშეწონილებას.