ყველა სიახლე

შეხვედრა აშშ-ის კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის – ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს „კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს“ (CISA) წარმომადგენლებთან; მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის კიბერინციდენტებზე ინფორმაციის გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებული რეაგირების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, კიბერმედეგობასთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების გზით.

CISA-ის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კიბერინციდენტებისგან და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარების პროცესის კოორდინაცია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია იხ. CISA-ს X-ის ოფიციალურ გვერდზე: https://x.com/CISAgov/status/2069416483533242368

ყველა სიახლე